პოლიტიკა
კომისიაზე არაერთმა მოქალაქემ თქვა, რომ ხაზარაძე იყო „ნაცმოძრაობის“ დანამატი, აპენდიქსს რომ ვეძახით, ის და ბადრი ჯაფარიძე კეზერაშვილის და სააკაშვილის ავატარები იყვნენ - თეა წულუკიანი
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არაერთი მოქალაქე გამოვკითხეთ, ბიზნესმენები, რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ მამუკა ხაზარაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, აპენდიქსს რომ ვეძახით სამედიცინო ენაზე, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკთან“ ერთად კეზერაშვილის და სააკაშვილის ავატარები იყვნენ“.
„როგორც მოქალაქეები ამბობდნენ, ისინი ხანდახან მივიდოდნენ და შესთავაზებდნენ ამა თუ იმ ბიზნესს, შემოვალთ წილში და გავაფართოოთ ერთად ბიზნესი, კარგად ვიცხოვროთო, თუმცა შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ ამის უკან კეზერაშვილი დგას, რომელიც შემდეგ წაართმევდა ამ ბიზნესმენს ამ ბიზნესს. იქნება ეს „მაგნატის“, ლისის ტბის საქმე. როცა შეტყობინება ჩავაბარეთ მამუკა ხაზარაძეს, თავად ლისზე ცხოვრობს. იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე ტყის სტატუსით სარგებლობდა, შემდეგ სატყეო რესურსიდან იქნა ამოღებული, რადგან სხვანაირად მოეხმარათ მას, სააკაშვილს და კეზერაშვილს ეს ტერიტორია. ახლა ის იქ ცხოვრობს. არის ბევრი კითხვა და დარწმუნებული, ვარ დისკუსია კიდევ მეტ კითხვას გამოაჩენდა მათ წინააღმდეგ“, – განაცხადა წულუკიანმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


