სამართალი
კომისიას მივმართავთ, რომ კონსტიტუციაში ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი აისახოს - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
საკონსტიტუციო ცლვილებებზე მომუშავე კომისია ხვალ პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს.
პირველად ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ წინადადებებს წარადგენენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიას რეკომენდაციები უკვე წარუდგინა.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციაში აისახოს.
გარდა ამისა, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საჭიროა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების უზრუნველყოფა, საარჩევნო სისტემის შეცვლა, და პროკურატურის რეფორმა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეამბულაში უნდა ჩაიწეროს საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა, რომ მისი მიზანია გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვითხოვთ საარჩევნო სისტემის რეფორმას, კერძოდ, მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული მაჟორიტარული სისტემა, რომელიც ჩვენი აზრით, სრულად ვერ ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს, უნდა შეიცვალოს რეგიონულ-პროპორციული სისტემით. ასევე, ჩვენი ცვლილებები შეეხება საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას და ამავდროულად, პროკურატურის რეფორმას, იმიტომ, რომ დღეს, კონსტიტუციის დონეზე სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი პროკურატურის დამოუკიდებლობა“,-აღნიშნა საკითხის კომენტირებისას „საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა გიორგი ბერაიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


