პოლიტიკა
კომიკურია იმაზე საუბარი, რომ საკონსტიტუციო პროექტით შესაძლოა, შეიქმნას „მხედრიონი“ ან „მაშველთა კორპუსი“ - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო პროექტში თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჩანაწერი გამორიცხავს „მხედრიონის“ ან „მაშველთა კორპუსის“ მსგავსი სამხედრო შენაერთების შექმნის შესაძლებლობას.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ ნაჭილში, შესაძლოა, დაზუსტდეს ტერმინოლოგია.
„კონსტიტუციაში თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები არის აბსოლუტურად ბუნდოვანი, თუმცა ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილებებით, ეს ხარვეზები კონსტიტუციაში თავიდან ბოლომდე არის გამოსწორებული. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრა გვქონდა, გავიარეთ თითოეული ნორმა, რაც არის წარმოდგენილი და დავრწმუნდით, რომ ეს ცვლილებები, მოვიყვან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ციტატას, „არ შეუქმნის დაბრკოლებას საქართველოს, ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე“. ამაზე აქვს საუბარი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რეალურად ამ ნაწილში კონსტიტუცია არის დაუხვეწავი და ყველაფერი არის აღმოფხვრილი. იყო გარკვეული შენიშვნები კონკრეტულ ტერმინებთან, მაგალითად, შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით და იქ კონსესუსი მიიღწევა იმისათვის, რომ ბუნდოვანება გამოირიცხოს. აბსოლუტურად არაადეკვატური იყო ის შეფასებები, რომელიც ამას უკავშირდებოდა. აბსოლუტურად კომიკური იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, შეიქმნას „მხედრიონი“, „მაშველთა კორპუსი“ და ა.შ. იმისთვის, რომ ყოველგვარი საბაბი მოვხსნათ რაიმეზე საუბრის, შესაძლოა ტერმინოლოგია დაზუსტდეს ამ მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, 2 ივნისს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ჩნდება ბუნდოვანი ჩანაწერი „სხვა შეიარაღებული ძალების“ შესახებ. მისი თქმით, იქ არაა მითითებული, ვინ უხელმძღვანელებს შეიარაღებულ ძალებს და რა სტატუსით ისარგებლებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს „მხედრიონის“ ან „შინაგანი ჯარის“ ჩამოყალიბება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


