სამართალი
კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციას განსახილველად 250-მდე საქმე გადაეცა და დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი განახევრებულია - გიორგი მიქაუტაძე
თბილისის საქალაქო სასამართლოში შექმნილ კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციას სექტემბრიდან განსახილველად 250-მდე საქმე გადაეცა და დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი განახევრებულია, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში", სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები "საქართველოს ბიზნესასოციაციის" წევრებს ხვდებიან.
როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის შეკრების შემდეგ, პირველი რაც გააკეთეს, რომ მოუსმინეს ბიზნესმენებს და მათ მოსაზრებებს გაჭიანურებულ საქმეებთან დაკავშირებით.
"პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი ნაბიჯი რაც გადადგა, ეს იყო კომერციული დავების მიმართულებით ვიწრო სპეციალიზაციის შექმნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, სადაც დღეის მდგომარეობით 5 მოსამართლე ახორციელებს საქმიანობას. ამ ვიწრო სპეციალიზაციას გადაეცა განსახილველად დაახლოებით, 250-მდე საქმე საწყის ეტაპზე, ეს იყოს ნახევარ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების დავის საგნით სარჩელები, დღეის მდგომარეობით ეს რიცხვი განახევრებულია. საკმაოდ კარგი შედეგები გაქვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმიანობას შეუდგნენ სექტემბრიდან, ეს ახალი ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეები. ეს იყო პირველი ნაბიჯი, თუმცა ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით. მოვუსმენთ ბიზნესმენებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვები ასევე საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან", - განაცხადა მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, თანამედროვე ბიზნესგარემო ძალიან სწრაფად ვითარდება და მოსამართლეები უნდა აყვნენ განვითარების ტემპს.
"ვფიქრობთ, რომ ვიწრო სპეციალიზაცია, სადაც დღესდღეობით 5 მოსამართლეა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მარტივად შევძლოთ სწორი ტრენინგების და გადამზადების კურსის დაგეგმვა. დღეის მდგომარეობით, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ ასეთ ტრენინგებს კომერციული დავების განმხილველი მოსამართლეებისათვის და ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვფიქრობთ, რომ უცხოეთში სწავლების კურსიც გაიარონ შესაბამისმა მოსამართლეებმა", - განაცხადა მიქაუტაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


