პოლიტიკა
ყოფილი საწარმო ტერიტორიების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო, სამუშაო შეხვედრაში, სადაც ყოფილი საწარმო ტერიტორიების, ე.წ. „ბრაუნფილდების“ ურბანული განვითარების საკითხები განიხილება.
ღონისძიება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე „თბილისის ინკლუზიური ურბანული რეგენერაციის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ თბილისში არსებულ საწარმო ტერიტორიებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების კომერციული ფუნქციით გამოყენების პერსპექტივებზე, ასევე ამ სივრცეებში დასასვენებელი პარკების მოწყობისა და რეკრეაციული მიზნებით განვითარების შესაძლებლობებზე.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც გენერალური გეგმის ჯგუფი მუშაობდა არის სწორედ ე.წ „ბრაუნფილდები“- ყოფილი საწარმო ტერიტორიები, რომელიც თავის დროზე ინდუსტრიული დანიშნულებით გამოიყენებოდა, შემდეგ კი, პაუზის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მიმართულებით.
„მხოლოდ თბილისის წინაშე მდგარი გამოწვევა არ არის „ბრაუნფილდების“ სწორი გამოყენება, ეს საკითხები ძალიან ბევრი ქალაქისთვის არის აქტუალური, ძალიან ბევრი ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი და ბევრმა ქალაქმა გამოიარა ის გზა, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ და რასაც მომავალში გავივლით. ამიტომაც სხვადასხვა ქალაქების, სხვადასხვა ქვეყნების წარმატებული გამოცდილების მაგალითები, რომელიც მსოფლიო ბანკის სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში არაერთია, ჩვენ დაგვეხმარება მათი მხარდაჭერით, რომ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


