სამართალი
ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისთვის ბრალდებული მ.ა დამნაშავედ ცნო.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლიდან მ.ა ყოფილ მეუღლეზე - ე.გ -ზე სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას, შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით.
2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.ა-მ ქუჩაში შეაჩერა ე.გ, ძლიერად დაუჭირა ხელი და უყვიროდა, რომ სამსახურისთვის თავი დაენებებინა. 2018 წლის 15 მარტს ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე მ.ა. შეუმჩნევლად მიუახლოვდა ე.გ-ს და ხმამაღლა გინება დაუწყო, რა დროსაც ანიშნა რომ ჯიბეში ჰქონდა დანა და სახლიდან გამოსვლის შემთხვევაში დასახიჩრებით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა მ.ა 2018 წლის 29 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ორი ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


