სამართალი
ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 10-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო.
,,რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჰ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ჰ.მ.-მ ქ. გარდაბანში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს ნ.ბ.-ს ყელში ხელების წაჭერით და მუშტების მრავალჯერადი დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა. ჰ.მ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცველებმა ჰ.მ. 20 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, აზერბაიჯანის მიმართულებით საზღვრის კვეთის მცდელობისას დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჰ.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


