სამართალი
ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციის თანამშრომელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
როგორც პროკურატურის განცხადებშია ნათქვამი, 2017 წლის 01 დეკემბერს მოქალაქე ბ.ბ-ს, ყოფილი მეუღლის ანგარებით განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 19,3531-ე მუხლის მესამე ნაწილით.
,,საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ უკვე განქორწინებულ ყოფილ მეუღლეებს ბ.ბ-ს და ნ.კ.-ს შორის სამართლებრივი დავის დასრულებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, 2017 წლის 30 ნოემბერს საღამოს საათებში ბ.ბ. მის ყოფილ მეუღლეს ნ.კ.-ს დახვდაქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში მდებარე მის საცხოვრებელ ბინასთან და იარაღის მუქარით სთხოვდა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული სრული თანხის დაუყოვნებლივ გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. რამოდენიმე წუთის განმავლობაში ბ.ბ. ნ.კ.-ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და იარაღით ემუქრებოდა ნ.კ.-ს და ამ უკანასკნელის დასახმარებლად გამოსულ მეზობლებს არ მისცა ნ.კ.-ს დახმარების საშუალება, რის გამოც მეზობელთა მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია.
შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ბ.ბ-ს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთათვის დამორჩილება, რის საპასუხოდაც ბ.ბ-მ განახორციელა გასროლა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მისამართით. ბ.ბ-მსახის მიმართულებით, დამიზნებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მის ყოფილ მეუღლეს ნ.კ-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად დაეცა უგონოდ და ბ.ბ.-მ კვლავ გააგრძელა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით გასროლა. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან გახსნილი საპასუხო ცეცხლის შედეგად ბ.ბ. დაიჭრა.
ბ.ბ. და ნ.კ გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში და შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის შემდგომ ორივე მათგანი გამოწერეს. დაკავებული ბ.ბ. შესახლდა დროებითი მოთავსების იზოლატორში“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


