პოლიტიკა
ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ყოფილი გენპროკურორი, ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ამ თემის ჩაფარცხვა უნდა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ფარცხალაძის ხელში უამრავი მნიშვნელოვანი სახის დოკუმენტაცია და ინფორმაცია გადიოდა, ამიტომაც მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ყოფილი გენპროკურორის თავისუფლებაზე ყოფნა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.
„მეორე თემა არის ფარცხალაძის, რომელიც იყო და იდგა 9 მაისს პუტინის გვერდში. მხოლოდ ეს არ არის, ეს იყო საქართველოს გენპროკურორი, ადამიანი, რომლის ხელში გადიოდა ყველა ინფორმაცია. ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს ძალიან პრობლემაა. ეს არის ადამიანი, რომელსაც იცავდა ივანიშვილი. მასზე თქვა: „მე ოთარს ვიცნობდი, კაცური და ვაჟკაცი კაცია, რატომ უნდა დავსაჯო, ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს“. მას შემდეგ, რაც რომანოვი გახდა, შესაძლოა, დასაჭერი გახდეს. ჩვენი უსაფრთხოების საკითხები, ის, რომ ეს კაცი შემოდის საქართველოში და გადის, ამ ურთიერთობაშია ოკუპანტი რეჟიმის ლიდერებთან, ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის“,-აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


