პოლიტიკა
კობახიძე და მისი პორტირებულები როცა სიტყვა გუნდს ახსენებენ, ალბათ მათ ფრინველთა გუნდი წარმოუდგენიათ - დავით ჭიჭინაძე
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ერთიანობა არარ არსებობს. მისივე მტკიცებით, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გუნდზე ლაპარაკობს, ის ალბათ ჩიტების გუნდს გულისხმობს.
დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი ხალხს სცილდება, რაც შესაძლოა, „ქართული ოცნებისთვის“ ცუდად დამთავრდეს.
„კობახიძე და მისი პორტირებული გუნდი ესაა, ალბათ, ყველაზე დიდი ბოროტება ამ პარლამენტში. საერთოდ როგორ მოხვდნენ და რატომ მოხვდნენ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.
როდესაც ეს ადამიანები თან სიტყვა გუნდს ახსენებენ, ალბათ მათ ფრინველთა გუნდი წარმოუდგენია, თორემ ადამიანების გუნდს ისინი ნამდვილად აღარ განეკუთვნებიან.
უბრალოდ არ იციან, რომ პოლიტიკა არ არის მარტო თანამდებობები, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. ხალხს ისინი აშკარად სცილდებიან ყოველდღე და მე ვფიქრობ, თუ ასე გააგრძელებენ, საკმაოდ ცუდად დაამთავრებენ.
საკონსტიტუციო უმრავლესობაზე აქ საუბარი აღარაა, საკონსტიტუციო უმრავლესობა ნამდვილად არ იქნება, არც არავის არ სჭირდება, როგორც ვხედავთ, და შესაბამისად, ვთვლი, რომ საერთოდ შეიძლება პარლამენტი აღარ იყოს. ისეთი დაპირისპირება, რაც დღეს არსებობს, იმიტომ რომ მოსამართლეები ესაა მართლა წყალგამყოფი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
მან აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომამ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ ორად გაიყო.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. ეკა ბესელიამ გადაწყვეტილების მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია დაასახელა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.
ბესელიას განცხადებით, სიაში იყვნენ მოსამართლეები, რომელთა სახელები არაერთ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება.
ბესელიას განცხადებამ მისივე თანაგუნდელების გაღიზიანება გამოიწვია. განცხადებების შემდეგ დაპირისპირება დეპუტატებს შორის კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდა. "ქართული ოცნება" ორ ბანაკად, ბესელიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


