სამართალი
კობა გოტატიშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ფლობდა - ირაკლი ფირცხალავა
ე.წ კორტების საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ საქმის მთავარი მოწმე კობა გოგატიშვილმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე დღით ადრე ფლობდა.
ამის შესახებ ფირცხალავამ რუსთავი2-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
„გოგატიშვილი ახლაც რომ ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ნათლად გამოჩნდა მისი ე.წ. ბრიფინგიდან. მან არაფერი თქვა მთავარ საკითხზე, რაც მოუყვა სახალხო დამცველს. ჩემი ინფორმაციით, მან ისაუბრა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე, აღნიშნა, რომ მან რამდენიმე დღის წინ იცოდა, რომ მას მოკლავდნენ. აღნიშნული მან მოისმინა პროკურატურაში ყოფნისას მამუკა ვასაძის და მისი თანამშრომლების საუბრისას. ის ფაქტი, რომ იური ვაზაგაშვილი ხელისუფლებამ მოიშორა, მარტო გოგატიშვილს არ უთქვამს. ამაზე საუბრობდა ამერიკის წინა ელჩი, ჩემს კოლეგებთან პრივატულ საუბრებში. გამომდინარე აქედან, კობა გოგატიშვილი კორტების საქმის მთავარი მოწმე არ არის, ის ამ საქმეში ცრუ მოწმეა. ის ოქროს მოწმე იქნება ამ ხელისუფლების გასამართლებისას“,-აცხადებს ირაკლი ფირცხალავა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


