უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 ოქტომბერი, 2017 17:20
font-size

კობა დავითაშვილი 7 ნოემბერს მისი ცემის ფაქტზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს

„ხალხის პარტიის“ ყოფილი ლიდერი კობა დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს მისი ცემის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა.

სასამართლოზე დავითაშვილმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დააკისრა. როგორც მან აღნიშნა, სწორედ სააკაშვილის დავალებით განხორციელდა მასზე თავდასხმა.

სხდომის დაწყებამდე მედიასთან საუბარში დავითაშვილმა 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა.

„თავდასხმა ნახევრად სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანებმა განახორციელეს, რომლებიც სახეს არ მალავდნენ. ეს არ იყო არც დაკავება, არც დაპატიმრება, ეს იყო პირდაპირ ფიზიკური თავდასხმა. მათ ქონდათ გასაშლელი ლითონის ხელკეტები, რომლითაც პირდაპირ თავს დამესხნენ, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე“,-განაცხადა კობა დავითაშვილმა.

დავითაშვილი დაკითხვაზე დღეს ეტლით მიიყვანეს. მისი განმარტებით, ნერვიულობის ნიადაგზე მას რამდენიმე მძიმე დაავადება აქვს.

კობა დავითაშვილის ცემისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ბრალდებულია ყოფილი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარდელაძე, ასევე ფინანსთა სამინისტროს სპეცრაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი