პოლიტიკა
„კოალიციამ ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის ცესკო-ს მიმართა
„კოალიციამ ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმართვა საარჩევნო კოდექსში 2021 წელს მიღებული ცვლილებების შესაბამისად ხდება და „არცერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ, რეალურად კი, გაყალბებულ, კრიმინალურ, რუსულ პროცესში მონაწილეობასთან“.
„საარჩევნო კოდექსში 2021 წელს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის რიგითი (საარჩევნო ნომრის) შენარჩუნებისთვის პოლიტიკური პარტია ვალდებულია, განცხადებით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს საარჩევნო წლის 17 ივლისისა. სხვა შემთხვევაში, კანონში ბუნდოვანი განმარტებიდან გამომდინარე, პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება დაკარგოს საარჩევნო ნომერი.
საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია, ეს არის განაცხადი მომავალში საარჩევნო ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამთ, აღნიშნული ფორმალური პროცედურები არცერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ, რეალურად კი, გაყალბებულ, კრიმინალურ, რუსულ პროცესში მონაწილეობასთან.
ამ მიზეზებიდან გამომდინარე „კოალიცია ცვლილებისთვის“ აღნიშნულ პროცედურულ განაცხადს გააკეთებს, რადგან ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან (და არა ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან), მათ შორის, არსებული ავტორიტარული რეჟიმის პირობებში.
კოალიციის პოზიცია პირველივე დღიდან იყო ნათელი და მკაფიო, ჩვენ ვრჩებით იმ პრინციპების ერთგულები, რომელსაც დაეფუძნა საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო წინააღმდეგობის მოძრაობა, რაც გულისხმობს რეჟიმთან ართანამშრომლობასა და მის იზოლაციას ყველა დონეზე.
ჩვენ ვრჩებით თანმიმდევრულები საკუთარ პოზიციებში და ე.წ. პარლამენტში არშესვლის, სიების ჩახსნის, დაფინანსებაზე უარის თქმისა და ე.წ. კომისაზე არგამოცხადების შემდეგ, უარს ვეუბნებით ე.წ. ადგილობრივ არჩევნებს, რომელში მონაწილეობასაც რეჟიმი სტატუსკვოს ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს და ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს. აღნიშნულ განმარტებას ვაკეთებთ სამომავლო სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად.
სწორედ ამიტომ, 19 ივლისს, 19:00-ზე გელოდებით თსუ-სთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


