პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა, ჩვენი კონკურენტი იყო, ეს პოლიტიკური ძალა ასუსტებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ - პეტრე ცისკარიშვილი
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა, ჩვენი კონკურენტი იყო, ეს პოლიტიკური ძალა ასუსტებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
„ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ მომავალ, თავისუფალ, თუნდაც სამართლიან საარჩევნო გარემოში სააკაშვილი ითამაშებს საკვანძო როლს. დრო გვიჩვენებს, ჩვენ უნდა გვქონდეს შესაბამისი არენა, რათა პოლიტიკური აქტიურობა სხვა ეტაპზე გადავიდეს. სწორედ ამ არენაზე გასასვლელად, მოსამზადებელი სამუშაოების დროს გვეცოდინება, რა ფორმატით, ვისთან, როგორ, ვინ თანამშრომლობს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ამასთან, როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, გასულ წელს, არჩევნებისას „კოალიცია ცვლილებისთვის“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მუშაობდა.
„გასულ წელს ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა, ჩვენი კონკურენტი იყო ამ არჩევნებში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასუსტებდა ეს პოლიტიკური ძალა. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს ძალიან უხაროდა, რომ ბევრი ოპოზიციური მოთამაშეა ველზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იყო ოპოზიციის გაერთიანება იმ მომენტისთვის, 2024-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონოდა არჩევანის საშუალება ერთი-ერთზე, დასავლეთსა და რუსეთს შორის. ჩვენ ვიყავით ერთიანი სიის მომხრე. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგა ამ ნაბიჯზე არ წამოვიდა, ამაზე არ დაგვთანხმდა, მოცემულობა შეიქმნა, რომ ყველამ ცალ-ცალკე ვიასპარეზეთ, რამაც ბიძინა ივანიშვილის ამოცანებს ხელი შეუწყო“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნიკა მელიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა: „თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები“. მელია ერთ-ერთ პოლიტიკოსში მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


