საზოგადოება
კლუბური ნარკოტიკები ძალიან საზიანოა, ეს პრეპარატები ხშირი მოხმარების შემთხვევაში ადამიანის ინტელექტუალურ ფუნქციებს აქვეითებენ - ნარკოლოგი
ნარკოლოგ თათა ასათიანის განმარტებით, ნარკოლოგები ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკების კატეგორიებად არ ყოფენ, რადგან ორივე ჯგუფი საზიანოა ადამიანისთვის. მისივე თქმით, ხშირი მოხმარების შემთხვევაში ე.წ. კლუბური ნარკოტიკი მომხმარებლის ინტელექტუალურ ფუნქციებს აქვეითებს.
„ნარკოლოგები ფსიქოაქტიურ საშუალებებს მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკებად არ ვყოფთ. ყველა ნარკოტიკი არის მძიმე და დიდი ზიანის მომტანი ადამიანის ფსიქიკისა და ორგანიზმისთვის. კლუბური ნარკოტიკებიც, რა თქმა უნდა, ძალიან საზიანოა, ეს პრეპარატები იწვევენ ფსიქიკურ დამოკიდებულებას, ხშირი მოხმარების შემთხვევაში კი ადამიანის ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითებას, სხვა მრავალ გართულებას. ბევრი პაციენტი მყავს ე.წ. კლუბური ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქოზური მდგომარეობით, იგივე LSD-თი და ა.შ. მათ დასჭირდათ საკმაოდ ხანგრძლივი სტაციონალური მკურნალობის ჩატარება“, – განაცხადა ასათიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
ასათიანი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, რამდენიმე მოქალაქემ ინტოქსიკაცია მიიღო, რაც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით – ფენტანილით.
ნარკოლოგის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ რეანიმაციაში 3 ახალგაზრდა შეიყვანეს, რომლებამც გაურკვეველი ფსიქოატრიური ნივთიერება შეიძინეს, როგორც MDMA და მიიღეს.
„ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ადამიანები, ახალგაზრდები ბრმად მოიხმარენ ამა თუ იმ ფსიქოაქტიურ ნივთირებას. შესაძლებელია, ეს ნარევი შეიცავდეს ფენტალინს. ეს არის სინთეზური ოპიოიდი, რომელიც არის უძლიერესი, ჰეროინზე 50-75 -ჯერ, მორფინზე კი 100-ჯერ ძლიერი”- განაცხადა ნარკოლოგმა.
მისი თქმით, საჭიროა საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა არის ეს ნარკოტიკი და რა რისკებთანა არის დაკავშირებული მისი მოხმარება
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


