პოლიტიკა
კლუბური კულტურა კლუბური ნარკოტიკის გარეშე არ არსებობს, ეს არის დიდი ტყუილი - გოგა ხაინდრავა
რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ბოლო დღეებში „მარგინალურმა ჯგუფებმა“ საზოგადოებრივი აზრი წალეკეს.
„შაბათი იყო „შავი“, როდესაც მარგინალურმა ჯგუფებმა ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც წალეკეს საზოგადოებრივი აზრი და სივრცე. ერთი ითხოვდა აბსოლუტურ თავისუფლებას, მეორე კი იმ თავისუფლების აბსოლუტურად მოსპობას. იმ რაოდენობის პოლიცია, რამდენიც იყო გამოსული და იმ ტიპის მოქმედებაც, რაც ჩვენ ვიხილეთ, არსად მინახავს. ასეთი კორექტული პოლიცია არასოდეს, არსად მინახავს, რომელიც ცდილობდა, რომ არ დარღვეულიყო წესრიგი, ითმენდა შეურაცხყოფას, კანონდარღვევას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ბრძანებებს იღებს პოლიცია, რა განწყობაა იმ წრეებში, ვინც მართავს სახელმწიფო ინსტიტუტებს და რა გზავნილი არის მათგან საზოგადოებისადმი“, – განაცხადა ხაინდრავამ.
ხაინდრავას მტკიცებით, კლუბური კულტურა კლუბური ნარკოტიკის გარეშე შეუძლებელია.
„კლუბური კულტურა კლუბური ნარკოტიკის გარეშე არ არსებობს. ეს არის დიდი ტყუილი, საზოგადოებამ უნდა დაინახოს ეს, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, უპირველეს ყოვლისა, კი იმ ადამიანებმა, რომლებიც მართავენ ამ ქვეყანას. რა ტიპის კანონმდებლობა და დამოკიდებულება იქნება ამ საკითხისადმი, არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს საკითხი ეხება ჩვენს შვილებსა და ჩვენს მომავალს. უკონტროლო პრეპარატებს ახლა ნარკოტიკი დაარქვეს, მაგრამ იმას, რასაც კლუბებში ღებულობენ, არ არის ნარკოტიკული ნივთიერებები. ეს პრეპარატები არის სახიფათო ნივთიერებები. როგორც დავინახეთ, ამ ნივთიერებებს ლეტალური შედეგი მოაქვს. მისი გადაჭარბება არის სახიფათო, მაგრამ ეს არ არის ის პრეპარატები, რომელთანაც მიჩვევა ხდება, რაც ნარკოტიკებს ახასიათებს. მთავარი ხიფათი არის ის, რომ როდესაც ეს ყველაფერი არის უკონტროლო, მაშინ შემოდის უამრავი პრეპარატი, რომელიც არ კონტროლდება არანაირად და აგერ, დავინახეთ შედეგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვერანაირი რეპრესიული ზომები ამას ვერაფერს ვერ უზამს. ჩვენ, ცალკე აღებული ქვეყანა, ვერ მოსპობს ამ კულტურას. რაც მთავარია, ეს ვერ გააკეთა ისეთმა ძლიერმა ქვეყნებმა, როგორებიც არის აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი. ამას უნდა გონიერი მიდგომა, უნდა დავამთავროთ პოპულიზმი და ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები იმ ბნელი ძალებისგან, რომლებიც ცდილობენ ამ შესაძლებლობების გამოყენებას, უპირველეს ყოვლისა, გასამდიდრებლად, ამიტომ უამრავ საწამლავს უშვებენ ამა თუ იმ გზით იქ, სადაც ეს თავყრილობებია“, – განაცხადა ხაინდრავამ.
შაბათს გამთენიისას თბილისის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ შეჭრის გამო რუსთაველის გამზირზე 2 დღის განმავლობაში აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობდა. სპეცრაზმის შეჭრის გარდა აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და მოქმედ ნარკოპოლიტიკას.
კვირას აქციის პარალელურად ნაციონალისტურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს. ისინი ცდილობდნენ პოლიციელთა კორდონის გარღვევას და პარლამენტთან შეკრებილ ხალხამდე შეღწევას. ისინი აგრესიულად იქცეოდნენ. ისმოდა ძალადობრივი შეძახილები აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ შეკრებილთა მისამართით.
14 მაისის შუაღამით, აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. მოლაპარაკებების შემდეგ მან შეკრებილ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და დაშლისკენ მოუწოდა. აქციის ორგანოზატორების თქმით, ისინი ერთი კვირის განმავლობაში ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ორგანიზატორების განმარტებით, თუ მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს, ისინი 19 მაისს კვლავ შეიკრიბებიან პარლამენტის წინ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


