სამართალი
კიევში ქართველი კანონი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს
კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი, საქართველოს 42 წლის მოქალაქე გელა ქარდავა დააკავა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა დაწერა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე.
ავაკოვის ინფორმაციით, ქართველი კანონიერი ქურდი, რომელიც არაერთხელაა ნასამართლევი ყაჩაღობისა და ძარცვის გამო, სამართალდამცავებმა უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს „თანამოაზრეებთან“ ერთად დააკავეს ერთ-ერთ რესტორანში.
ავაკოვი წერს, რომ დაკავებისას ქარდავას აღმოუჩინეს ყალბი პასპორტი, სიმფეროფოლელი ოლეგ რომანის ძე გოლომბას სახელზე. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციელები ოპერატიულ ინფორმაციას ამოწმებენ იმის შესახებ, მონაწილეობდა თუ არა ქარდავა უკრაინის ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულებში.
როგორც ავაკოვი აღნიშნავს, გელა ქარდავა ქურდად „აკურთხეს“ მოსკოვში 1996 წელს, 21 წლის ასაკში, რაც „მის მაღალ პროფესიონალურ „კვალიფიკაციაზე“ მეტყველებს“. შინაგან საქმეთა მინისტრი, ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ქარდავა ქურდების „კომერციული“ კორონაციის ერთ-ერთი ორგანიზატორია პოსტსაბჭოთა სივრცეში. აგრეთვე, ის რუსეთის შსს-ის შტატიანი აგენტია. ავაკოვი წერს, რომ მოწმდება ინფორმაცია ქარდავას შესაძლო თანამშრომლობაზე რუსეთის სპეცსამსახურებთან.
ავაკოვმა პოსტს დაურთო ვიდეო, სადაც ქარდავას დაკავებაა გადაღებული.
ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


