უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 იანვარი, 2017 15:35
font-size

კიევის სააოპელაციო სასამართლომ ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა

კიევის სააპელაციო სასამართლომ ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ტელეარხის ინფორმაციით, სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ პირველმა ინსტანციამ შესაბამისი დოკუმენტაცია სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა.

სააპელაციო სასამართლომ კიევის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომლის მიხედვით, გია ცერცვაძეს 40- დღიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

გია ცერცვაძის განაჩენს მისი მეუღლე და თანამებრძოლები სააპელაციო სასამართლოსთან ელოდებოდნენ. სასამართლოში იმყოფებოდნენ, ასევე უკრაინელი სამხედროებიც. გარდა ამისა, სასამართლო პროცესს კიევსა და დონეცკში საქართველოს კონსულები ესწრებოდნენ.

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, 15 იანვარს უკრაინის აეროპორტში, ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.

საერთაშორისო უწყებას, თავის მხრივ, 2016 წლის 23 დეკემბერს რუსეთის ფედერაციამ მიმართა.

რუსეთი ცერცვაძეს 2003 წელს, ქალაქ სოჭში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი