საზოგადოება
კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით უკიდურესად ნაადრევია - გიორგი გახარია
სამწუხაროდ, დღეს ისევ გვიწევს დავიწყოთ საუბარი ციფრებზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედეგად. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს არ არის ეს ბევრი, მეტიც გვქონია, მაგრამ ამ 8 შემთხვევიდან სამწუხაროდ, 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელი. სამწუხაროდ, 2 შემთხვევაში, წარმომავლობის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ გაურკვეველია რა იყო პირველწყარო. ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის დაწყებისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლა მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხია საჭირო.
„მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს. დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი გახლავთ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეპიდემიამ ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა უკან დახია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვიმსჯელოთ ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე, დღეს ბიუჯეტი იქნება წარდგენილი პარლამენტისთვის და თქვენ დღეს აქ ხართ ყველანი იმისთვის, რომ სანამ ბიუჯეტი პარლამენტში წავა, წინასწარ გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები,“ - მიმართა პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომის მონაწილეებს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


