პოლიტიკა
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურატურას, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახს მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოუწოდა პროკურატურას, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ერთ წელი გავიდა, თუმცა არანაირი ინფორმაცია არ არის გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ.
„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. როდესაც შარშან ეს ფაქტი მოხდა, მეც გავაკეთე განცხადება, რომ დროულად უნდა ჩატარებულიყო გამოძიება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია გასული, არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ, რაც შეეხება უშუალოდ გარდაცვალების გარემოებებს. სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ არ მოგვცა წვდომა მიმდინარე გამოძიების მასალებზე. კიდევ ვფიქრობთ, უკვე საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ ამ კითხვებს გასცეს დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურატურას, რომ , უპირველეს ყოვლისა, ოჯახს მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე", - განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მომხდარს დღემდე აპროტესტებს. ის დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


