უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ოქტომბერი, 2019 10:25
font-size

კიდევ ერთი ნაბიჯი ისრაელისკენ - ვაჟა-ფშაველა ებრაულ ენაზე

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ებრაულ ენაზე გამოცემული, გენიალური ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ პრეზენტაცია გაიმართა. პოემა პროფესორმა მამუკა ბუცხრიკიძემ თარგმნა. წიგნი ისრაელელი გამომცემლის იტაი ბახურისა და ხედვა როკახის რედაქციით, მისივე გამომცემლობაში დაიბეჭდა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და ისრაელის სახლის ხელმძღვანელი იციკ მოშე, მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობა, ებრაული თემის წარმომადგენლები. ღონისძიებას აღმოსავლეთმცოდნე თამარ მახარაშვილი უძღვებოდა.

მთარგმნელი პოემაზე წლინახევრის განმავლობაში მუშაობდა. გამოცემის წინასიტყვაობაში მოკლედ მოთხრობილია პოემის შინაარსი და ხაზგასმულია, რომ ნაწარმოები ქართული პოეზიის შედევრია, ხოლო მისი ავტორი - ვაჟა -ფშაველა - დიდი ქართველი პოეტი. მისი ესთეტიკა ემყარება საქართველოს მთის ფოლკლორს, ხოლო ენა არის ლაკონური და მრავლისმთქმელი.

წინასიტყვაობაში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ „ალუდა ქეთელაურს“ ებრაულენოვანი მკითხველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც მცირერიცხოვანი ერის, მდიდარი კულტურისა და ენის შვილებისთვის, ებრაულად მკითხველებს წარედგინათ ნაწარმოები, რომელიც ეძღვნება ძალადობრივ რეალობაში ადამიანურობის შენარჩუნებას, ომისშემდგომი ტრავმების დაძლევას. მასში მოთხრობილია, აგრეთვე, ინდივიდის დამოუკიდებელი აზროვნებისა და მსოფლმხედველობის ბრძოლის შესახებ კონსერვატიულ, სოციალურ, რელიგიურ და ტომობრივ გარემოში.

გამოცემა შეფასებულია, როგორც ორი მაღალი კულტურის გაცნობის ახალი ეტაპი.

პრეზენტაციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პოემის მთარგმნელმა მამუკა ბუცხრიკიძემ, იტაი ბახურმა და ხედვა როკაჰმა.

„ალუდა ქეთელაურის“ ებრაულად გამოცემას მიესალმა „ისრაელის სახლი“, რომელიც საქართველო-ისრაელის მაღალი დონის კულტურული ურთიერთობების აქტიური მხარდამჭერია.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელსა და საქართველოს შორის სახელმწიფოებრივი ურთიერთობებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, ქვეყნებს შორის არსებობდეს კულტურული კავშირები. ქართული ლიტერატურის კლასიკოსის ნაწარმოების ებრაულად თარგმნა მაღალი კულტურის გაცნობის მაგალითია და კარგი იქნება თუ ქართული საზოგადოებაც ასევე გაიცნობს ისრაელის ლიტერატურის ნიმუშებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, აგრეთვე, ახალგაზრდობას, რომელიც ქვეყნებს აზიარებს ერთმანეთის მაღალ კულტურას.

„თუ ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის ნამდვილი ისრაელის გაცნობას და პირიქით, მჯერა, ჩვენი ხალხების მომავალი თაობა ერთმანეთთან უფრო გასაგებ ენაზე ილაპარაკებს და, შესაბამისად, უფრო წარმატებულიც იქნება სახელმწიფოებრივი ურთიერთობები“, - აღნიშნა იციკ მოშემ და დასძინა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის, რომ "ისრაელის სახლის" ინიციატივით საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში ისწავლება ჰოლოკოსტის კურსი, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ებრაული ბიბლიოთეკა, ხოლო ისრაელის თემატიკაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები მიემგზავრებიან ისრაელში ქვეყნის გაცნობის მიზნით.

იციკ მოშე მიიჩნევს, რომ ეს არის ერთადერთი სწორი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს ქართული საზოგადოების პირდაპირ ურთიერთობას სრულიად ისრაელის საზოგადოებასთან. ეს კი სახელმწიფოთა შორის ხარისხიანი კავშირის საწინდარია.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი