უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ივნისი, 2025 11:51
font-size

ხვიჩა კვარაცხელიას წარვადგენთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, ეს არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან - ირაკლი კობახიძე

გვინდა, ხვიჩა კვარაცხელია წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, ვფიქრობ, ეს არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში და, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი. ჩვენი ქვეყნის გამარჯვება -ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადავუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალებისა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა, მას სამომავლოდაც ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მან, ნაკრებთან ერთად მიღებული წარმატებისთვის, გასულ წელს, მიიღო ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა, წარვადგინოთ ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ერთხმად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საქართველოს პრეზიდენტი მას დააჯილდოვებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი