პოლიტიკა
ხვალისთვის იქნება ინიცირებული ცვლილებები მოსამართლეთა გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ხვალ კომიტეტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს მოსამართლეთა გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით.
ბესელიას განმარტებით, ცვლილებების მომზადება საკონსტიტუციო სასამართლოს 15 თებერვლის გადაწყვეტილებას ეფუძნება, რომელზეც მუშაობა 1-ელ ივლისამდე უნდა დასრულდეს.
ბესელიას თქმით, შესაძლოა, სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ძირითადად იმ მოსამართლეებს მიეცემათ, ვისი საქმიანობის ობიექტური შეფასება შეუძლებელი იქნება.
„ამ ცვლილებებს ვამზადებთ და ალბათ, ხვალისთვის იქნება ინიცირებული ის ცვლილებები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება. გათვალისწინებულია, რომ ვისაც სამწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება აქვს და კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების სტანდარტებს აკმაყოფილებს, იუსტიციის საბჭო დადგენილი პროცედურებით შეაფასებს და უვადო გამწესებაზე გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს. ვისი შეფასებაც შეუძლებელია, ობიექტური გარემოებების გამო, მათთვის შეიძლება სამწლიანი გამოსაცდელი ვადა იყოს, რაც საკონსტუტიციო სასამართლომ თქვა“, - განაცხადა ბესელიამ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


