პოლიტიკა
ხვალ უნდა მივაფურთხოთ ეშმაკს - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა მხარდაჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
შალვა ნათელაშვილმა ამომრჩევკლეს მიმართა და მოუწოდა არჩევნმებისკენ მისვლა.
მისი თქმით,“დიდგორის ლაშქარი „ლეიბორისტული პარტიიდან“ ხვალ გამარჯვებისთვის მზად არის“.
„როგორც ვხედავთ, დიდგორის ლაშქარი „ლეიბორისტული პარტიიდან“ მზად არის ხვალ გამარჯვების მოსაპოვებლად. პოეტი ამბობდა- „კარჩაკეტილი ცხოვრებიდან გავიდეთ მზეზე“. თუ მზეზე გასვლა გვინდა, ხვალინდელ არჩევნებზე უნდა გაიაროს მთელმა ერმა. ეს არის განწმენდის დღე იმ ვირუსებისგან, იმ ავადობისგან, იმ სახადისგან, რაც შეგვეყარა ივანიშვილის ბანკირთა რეჟიმის სახით, რომლის გასტუმრება ისტორიულ მოუსავლეთში ჩვენი აუცილებელი და ადამიანური მოვალეობაა.
ყოველთვის, როდესაც უფლის ნებით ტაძრებში ან ვინათლებით, ან ვნათლავთ, ყოველთვის გვეუბნებიან „მივაფურთხოთ ეშმაკს“. ხვალ უნდა მივაფურთხოთ ეშმაკს.
ხვალ უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი იმ 41 მილიონერ დეპუტატს, რომელიც პარლამენტში ზის და ჩვენს ხარჯზე მილიონებს აკეთებს კიდევ. იმ საკრებულოს 20 დეპუტატს, რომელიც თბილისელების ძარცვით გამდიდრდა. ხვალ, უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი იმ ბანკირებს, რომელთა მოვალე 700 ათასი ჩვენი თანამოძმეა და ჩვენი ოჯახის წევრი. ეს უნდა გავაკეთოთ ხვალ, იმიტომ რომ ზეგ გვიანი იქნება, მეგობრებო.
და გუგავა აუცილებლად მოვა. ხალხი ელოდება ამას, ხალხი ჩვენგან ელოდება ამას. ჩვენი ბრძენი ხალხი შანს ხელიდან არ გაუშვებს და ხვალ დაიწყება ამ ხელისუფლების მზის ჩასწორება მზის ჩასვლასთან ერთად“,-განაცხადა ნათელაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


