პოლიტიკა
ხვალ თუ გრიგოლ ვაშაძე დამისვამს კითხვას, დებატებში პასუხს გავცემ - სალომე ზურაბიშვილი
„გრიგოლ ვაშაძის კითხვებს ხვალ გავცემ პასუხს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა - სალომე ზურაბიშვილმა თავისი ოპონენტის, გრიგოლ ვაშაძის დღეს, პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვებთან დაკავშირებით განაცხადა.
„არაფერს არ ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში. ამიტომ, არანაირად არ ვთვლი ვალდებულად თავს, რომ ბატონ ვაშაძეს გავცე რამე პასუხი.
ამ საკითხებზე მქონდა პასუხები, მაგრამ ხვალ თუ დამისვამს კითხვას, იქ პასუხს გავცემ“, – განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.
გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ პირველ არხზე დაგეგმილ ხვალინდელ დებატებში სალომე ზურაბიშვილს ოთხი შეკითხვით მიმართავს. ესენია:
1. საგამოძიებო კომისიის წევრობისას, რატომ არ მიეცით ხმა სარალიძის მკვლელების დასჯას?
2. რატომ არ გამოეხმაურეთ და რა პოზიცია გაქვთ ციხეში მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე, საიდანაც დასტურდება უკანონო შეიარაღებული ბანდების მიერ ადამიანების გატაცება, წამება, უკანონო გარიგება სარალიძის საქმეზე და მკვლელებისთვის ხელის დაფარება?
3. რატომ არ გამოეხმაურეთ და რა პოზიცია გაქვთ კომპანია „ომეგას“ ივანიშვილის და ფარცხალაძის მიერ დარეკეტებაზე და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვაზე?
4. რატომ არ გამოეხმაურეთ და რა პოზიცია გაქვთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მედიაში ნაჩვენებ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სასახლეებზე, რომელთა ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება მათ შემოსავლებს და სავარაუდოდ შეძენილია კორუფციის გზით?“, – აღნიშნულია ვაშაძის შეკითხვებში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


