უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 სექტემბერი, 2022 16:33
font-size

ხვალ თბილისში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ბიბლიური მარშრუტის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, 25 სექტემბერს, ებრაულ ახალ წელს, „ისრაელის სახლი“ ფართო საზოგადოებას ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ბიბლიურ მარშრუტს წარუდგენს.

პრეზენტაცია გაიმართება 25 სექტემბერს, 13 საათზე, სასტუმროში The Biltmore Hotel Tbilisi (მის: შოთა რუსთაველის გამზ. N29). სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს პარლამენტისა და ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ისრაელელი ბიზნესმენები, ტურისტული კომპანიები, სტუდენტები, ლექტორები, ებრაული ორგანიზაციები, მედია და სხვა.

მარშრუტი შეთანხმებულია ევროსაბჭოს ეგიდით მოქმედი ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპულ ასოციაციასთან (AEPJ), მარშრუტის ძირითადი, კავკასიის მიმართულება კი ევროკავშირის პროგრამის ნაწილია.

ახალი მარშრუტის მიზანია ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტი საინტერესო და მიმზიდველი გახდეს მსოფლიოსთვის და AEPJ-ის სახელით წარმოდგენილი იქნეს მსოფლიო ტურისტულ გამოფენებზე. „ისრაელის სახლი“ AEPJ-ის წევრი ორგანიზაციაა და კულტურის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოში ოფიციალურად კურირებს ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს. დაგეგმილია გიდების მომზადება, რომლებიც ვიზიტორებს ისტორიულ ჭრილში დაწვრილებით მოუყვებიან პირველი და მეორე ტაძრის ეპოქებიდან სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი, საქართველოსა და აზერბაიჯანში ებრაელთა შემოსვლის, განსახლების, მიგრაციების, ყოფის და ბოლოს, სამშობლოში დაბრუნების შესახებ.

მარშრუტი დაიწყება იერუსალიმიდან, გაგრძელდება მცხეთაში, მოიცავს თბილისს, შემდეგ აზერბაიჯანს (ბაქო, კუბა), შემდეგ ისევ საქართველოს - ონს, ლაილაშს, თბილისის და ბოლოს იერუსალიმს.

ისტორიული ექსკურსი მოიცავს თითქმის 3-ათასწლიან პერიოდს ბიბლიური მეფე დავითის მმართველობიდან, ებრაელთა სამშობლოდან იძულებითი დევნილობის ხანასა და ალიას. ამიტომ „ისრაელის სახლის“ მიერ შემუშავებულ ახალ მარშრუტს პირობითად, შეიძლება, ეწოდოს „იერუსალიმიდან იერუსალიმამდე“.

ბიბლიური მარშრუტი პოპულარიზაციის მიზნით, „ისრაელის სახლი“ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასაც მიმართავს. მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი უკვე იქცა ტურიზმის განუყოფელ ნაწილად. ახლა „ისრაელის სახლი“, მანამდე კი მისი პარტნიორი ორგანიზაცია - საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა“, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მუშაობენ საქართველოში ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობიდან ტურისტების მოზიდვაზე. ამ მიზნით, 1999 წელს ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტთან და ისრაელის ტურიზმის სამინისტროსთან შეთანხმებით, ისრაელში გახსნა საქართველოს ტურიზმის წარმომადგენლობა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისრაელიდან ტურისტთა მოზიდვაში.

წინასწარი მონაცემებით, წელს ისრაელიდან ვიზიტორთა რიცხვი, სავარაუდოდ, 200 ათასს მიაღწევს, რაც პანდემიამდელ პიკს - 2019 წლის მონაცემებს აღემატება. როგორც იციკ მოშე ვარაუდობს, ერთობლივი ძალისხმევით, შესაძლებელია, საქართველოში კულტურული ტურიზმის გაძლიერება, შესაბამისად, რამდენიმე წელიწადში ისრაელიდან ვიზიტორთა რაოდენობის 400 ათასამდე გაზრდა. ამ საკითხზე ის უკვე ესაუბრა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას.

მ.წ. 7 ნოემბერს დაგეგმილია ბიბლიური მარშრუტის პრეზენტაცია იერუსალიმში, ხოლო 18 დეკემბერს, ხანუქას, ისრაელის კვირეულის ფარგლებში, მარშრუტს პირველი მონაწილეები გაივლიან. გაისად კი დაგეგმიალია მარშრუტის ევროპის ქვეყნებში წარდგენა.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშე შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მოქმედი ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი კიდევ ერთი ქმედითი ინსტრუმენტია საქართველო, ისრაელი და მსოფლიო ებრაელობის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში, რასაც წლებია ემსახურებიან საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი