პოლიტიკა
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო, გამოკითხულთა 15% არავის არ მისცემდა ხმას, 20%- ქართულ ოცნებას, ხოლო 11%- ენმ-ს - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო, გამოკითხულთა 20% ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, 11% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 4% - „ევროპულ საქართველოს“, 3% - „ლეიბორისტულ პარტიას“, 7% კი - სხვა პარტიებს.
გამოკითხულთა 30%-მა განაცხადა, რომ არ იცის, ვის მისცემდა ხმას, ხოლო 15%-მა თქვა, რომ არცერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს.
გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
გამოკითხულთა 57%-ის განცხადებით, ისინი საპარლამენტო არჩევნებში მიიღებდნენ მონაწილეობას, ხოლო 43%-მა უპასუხა, რომ არა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1.9%-ია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


