პოლიტიკა
ხვალ გეგმავს პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურების წარდგენას - ირაკლი კობახიძე
ხვალ პარლამენტის ბიუროზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობას წარადგენს.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ხვალ გეგმავს პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობის, მინისტრების კანდიდატურების წარდგენას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ხვალ დაგვჭირდება, სავარუდოდ ისევ 15:00-ზე ბიუროს მომდევნო სხდომის ჩანიშნვნა“,-განაცხადა, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, მინისტრობის კანდიდატების განხილვასთან დაკავშირებით საკომიტეტო სხდომები ჩატარდება.
„იქნება გაერთიანებული კომიტეტების სხდომებიც. ერთი პროფილის კომიტეტები რამდენიმე მიმართულებით ერთობლივად მოუსმენენ მინისტრს. მეორე დღე დაეთმობა უკვე პოლიტიკურ ჯგუფებთან მთავრობის შემადგენლობის შეხვედრას და უკვე მესამე დღეს იქნება საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე. ვფიქრობ, რომ მთელი ეს პროცედურა, ამ კვირაშივე დასრულდება. გადაწყვეტილების მიღებას, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას პარლამენტის სიის შემადგენლობის უმრავლესობა სჭირდება“,-აღნიშნა კახიანმა.
დღეს, ბიუროზე პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრის წარდგენის თაობაზე სამართლებრივი აქტი შევიდა.
მონიკა დავალიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


