პოლიტიკა
ხვალ, დიდი ალბათობით, მივიღებთ ე.წ. ფარული მოსმენების კანონს - ზვიად ძიძიგური
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ხვალ შესაძლოა, დასრულდეს განხილვა ე.წ. ფარული მოსმენების კანონის შესახებ.
ძიძიგურის თქმით, უმრავლესობა მზადაა, დაიცვას თავისი პოზიცია კანონთან დაკავშირებით, თუკი ოპოზიცია ან არასამთავრობო სექტორი მას ხელახლა გაასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ჩვენ სწორედ იმიტომ ვმართავთ ხვალ რიგგარეშე სხდომას ქუთაისში, რომ არ დავარღვიოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ვადები კანონის შეცვლასთან მიმართებით. 31 მარტამდე უნდა შევიდეს ძალაში, ამიტომ ხვალ დიდი ალბათობით, ჩვენ მოვრჩებით მესამე მოსმენით ამ კანონის განხილვას და შემდეგ გადავუგზავნით პრეზიდენტს. პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში, ჩვენ 31 მარტამდე ვაძლევთ დროს, რომ ეს კანონი ამოქმედდეს. თუკი ოპოზიცია და სახალხო დამცველი აპირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი პოზიციები დავიცვათ“, - განაცხადა ძიძიგურმა.
ძიძიგური ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ვეტოს დაადებს.
„ვეტოს ველოდებით, იმიტომ რომ პრეზიდენტმა არაერთხელ მიანიშნა, რომ ის აპირებს, ამ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა ძალიან საინტერესო იქნება შენიშვნები, რომლებსაც გამოაგზავნის“, - თქვა უმრავლესობის წევრმა.
რაც შეეხება ფარული მოსმენების კანონის ახალ რედაქციას, ძიძიგური აცხადებს, რომ განხილვის დროს შენიშვნათა 90 % იყო გათვალისწინებული და შეტანილი დოკუმენტში. კერძოდ, მან ახსენა, რომ ფარული მოსმენების განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს სუს-ის უფროსი აღარ დანიშნავს.
„მოსმენების შესახებ კანონის თავდაპირველი და საბოლოო ვარიანტები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ბევრი შენიშვნა იყო გათვალისწინებული. სრულიად გაუგებარია ოპოზიციის პრეტენზიები ამ ცვლილების მიმართ. ერთი მთავარი პრეტენზია იყო, რომ ახლად შექმნილ სიპ-ის თავმჯდომარე ენიშნებოდა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენით. ეს შეიცვალა და უკვე კომისია წარადგენს და არა სუს-ის უფროსი. დაახლოებით 90 % იმ შენიშვნების, რაც იყო, არის გათვალისწინებული. ოღონდ არა ოპოზიციის გამო, არამედ თვითონ უმრავლესობის შიგნით იყო დამოკიდებულება, რომ ეს კანონი მეტად დახვეწილი ყოფილიყო“, - თქვა ძიძიგურმა.
მისი განცხადებით, უმრავლესობის მიერ წარდგენილი ვარიანტი უზრუნველყოფს როგორც ქვეყნის უსაფრთხოების, ასევე ადამიანთა პირადი ცხოვრების უფლების დაცვას.
„თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, როგორ რეგიონში ვცხოვრობთ, თურქეთში რა ხდება, ევროპის ქვეყნებში: იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში ხდება ტერაქტები და მთელ მსოფლიოშია დაძაბული ვითარება, ყველა ქვეყანა ზრუნავს უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ამ დროს კი ჩვენ უსაფრთხოების ზომების შესუსტებაზე წავიდეთ და ვთქვათ, ამას კი არ უნდა ჰქონდეს გასაღები, არამედ ოპერატორებს უნდა ჰქონდეთ გასაღები. მთავარია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი სიცოცხლის უზრუნველყოფა. მე ვფიქრობ, რომ კანონის ამ ვარიანტით ჩვენ ეს ამოცანა გადავჭერით“, - თქვა ძიძიგურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი საპარლამენტო ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინიცირებული პროექტის მესამე მოსმენა რიგგარეშე სესიაზე პირველ მარტს გაიმართება, სადაც კანონპროექტის ტექნიკური საკითხები შესწორდება.
რაც შეეხება პრეზიდენტის დამოკიდებულებას, გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების საკითხი მხოლოდ ე.წ. ფარული მოსმენების კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ გადაწყდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


