პოლიტიკა
ხვალ არჩევნების მეორე ტურია
ხვალ, 30 ოქტომბერს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.
ეს ის მაჟორიტარული ოლქებია, სადაც პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო და შესაბამისად, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. მაჟორიტარი დეპუტატი აღნიშნულ ოლქებში პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ორ საუკეთესო კანდიდატს შორის უნდა აირჩიონ.
ამასთან, მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში ერთმანეთს ,,ქართული ოცნებისა’’ და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. გამონაკლისია, სამი მაჟორიტარული ოლქი. ესენია: ჭიათურა, მცხეთა და თბილისში მთაწმინდა.
ჭიათურაში ,,ქართული ოცნების’’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სულხან მახათაძეს კონკურენციას ,,თავისუფალი დემოკრატების’’ კანდიდატი თემურ გაფრინდაშვილი გაუწევს.
მცხეთის მაჟორიტარობისთვის ,,ქართული ოცნებიდან’’ დიმიტრი ხუნდაძე იბრძვის, მისი კონკურენტი კი, მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელია.
რაც შეეხება მთაწმინდას, აქ ერთამანეთს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკოლოზ რურუა და მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდებიან.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


