პოლიტიკა
ხვალ არჩევნების მეორე ტური გაიმართება
თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების - ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთის და მარტვილის მერების ასარჩევად ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
6 საარჩევნო ოლქის 317 საარჩევნო უბანზე 328 304 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ყაზბეგში: საარჩევნო ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოდან" სანდრო ყამარაული და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" ალექსანდრე ზაგაშვილი;
ხაშურში: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" გიორგი გურასპაშვილი და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ნოზაძე;
ბორჯომში: "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" ზაზა ჩაჩანიძე და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" ლევან ლიპარტია;
ქუთაისში: საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძე და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" გიორგი ჭიღვარია.
ოზურგეთში: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" ბეგლარ სიორიძე და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი კონსტანტინე შარაშენიძე;
მარტვილში: საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მამუკა დანელია და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" ალექსანდრე გრიგალავა.
ამ კანდიდატებმა პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტი ვერ მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა მარტვილსა და ქუთაისში ისინი საარჩევნო ბიულეტენებში წარმოდგენილი იქნებიან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


