სამართალი
ხვალ ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის პრეზენტაცია გაიმართება
22 ნოემბერს, თბილისში, სასტუმროში ,,ვერე-პალასში`` 10:45 საათზე გაიმართება საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის პრეზენტაცია.
საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი დაფუძნდა 2016 წლის 31 ოქტომბერს, ადვოკატების ინიციატივით. ადვოკატთა პროფკავშირის დამფუძნებელმა კონფერენციამ, თავმჯდომარედ აირჩია უფლებადამცველი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გიორგი თევზაძე.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის დაარსების მიზანია, დაეხმაროს ადვოკატებს პროფესიული დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში. ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ასევე მონაწილეობას მიიღებს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადებაში, ადვოკატთა პროფესიული ღირსებების ამაღლებაში.
აღნიშნულ ღინისძიებას დაესწრებიან პროფკავშირის დამფუძნებლები, ადვოკატები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


