პოლიტიკა
ხუთჯერ თუ ექვსჯერ შევედი, მოითხოვენ კიდევ ჩემს შესვლას? - კიდევ შევალ, არა მარტო მირზა სუბელიანთან, ნებისმიერ სვანთან - ვიქტორ ჯაფარიძე
დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანთან ჩანაწერში ფიგურირებს, ამ უკანასკნელთან კომუნიკაციას ადასტურებს.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთავარი კითხვა რაც უნდა დაისვას არის ის, თუ როგორ მოხდა დეპუტატისა და პატიმრის საუბრის ჩაწერა.
კონკრეტულად საუბრის შინაარსზე კი ის არ საუბრობს.
„გაინტერესებთ რამდენჯერ შევედი? ხუთჯერ თუ ექვსჯერ შევედი, მოითხოვენ კიდევ ჩემს შესვლას? კიდევ შევალ, არა მარტო მირზა სუბელიანთან, ნებისმიერ სვანთან. ვინც მოითხოვს, ჩემს შესვლას, შევალ, მისი მოთხოვნით შევდიოდი, მისი ოჯახის მოთხოვნით შევდიოდი, 14-შიც შევედი, მქონდა ინფორმაცია, რომ მძიმე სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ადამიანი, რომლის შვილის გამოც, ორი ახალგაზრდა ბიჭი მიწაში ჩადეს. ორი ოჯახი გაუბედურდა, თვითონ, პროკურატურის პოლკოვნიკი სამარტოო საკანში, დაენგრა ოჯახი, არ იქნება სტრესის ქვეშ? მე ვთქვი, რომ არასერიოზული, სტრესის ქვეშ მყოფი, აგონიაში მყოფი ადამიანის სიტყვები იყო, თქვენ უნდა კითხულობდეთ, როგორ მოხდა, რომ პარლამენტის წევრის საუბარი იქნა ჩაწერილი პატიმართან, მაგრამ თქვენ ეძებთ სენსაციას“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


