პოლიტიკა
ხოშტარია იყო ყველაზე რადიკალური რიტორიკის, რადიკალური ნაბიჯების მომხრე რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს - ირაკლი კობახიძე
ხოშტარია იყო ყველაზე რადიკალური რიტორიკის, რადიკალური ნაბიჯების მომხრე რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს თავად პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ე.წ. ანტირუს ლიბერალებს, რომლებიც გამოდიან და ხან შტაბთან აწყობენ აქციებს 30 კაცით, ხან სხვაგან მიდიან, რუსთაველის გამზირს კეტავენ, ნული რეაქცია აქვთ ამასთან დაკავშირებით.
„ხედავთ, რამდენად უხეშად მუშაობს ორმაგი სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში, არიან ადამიანები, რომლებსაც თავი მოაქვთ მთავარ ანტირუსებად ჩვენს ქვეყანაში და ამ დროს პირდაპირ რუსეთიდან, ბიუჯეტიდან, ხაზინიდან ერიცხებათ თანხები. ეს ადამიანი, ხოშტარია იყო ყველაზე რადიკალური რიტორიკის, რადიკალური ნაბიჯების მომხრე რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს თავად პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს. აქ ყველაზე საინტერესო დეტალი რა არის, რომ ამ ე.წ. ანტირუს ლიბერალებს, რომლებიც გამოდიან და ხან შტაბთან აწყობენ აქციებს 30 კაცით, ხან სხვაგან მიდიან, რუსთაველის გამზირს კეტავენ და ა.შ. ნული რეაქცია აქვთ ამასთან დაკავშირებით. ყველა ეს ადამიანი არის ყალბი და ერთადერთი რაც მათ ამოძრავებთ, ეს არის დაკვეთა, რომელსაც იღებენ ქვეყნის გარედან, ეს არის ფული, რომელსაც იღებენ ქვეყნის გარედან. ჩვენ ვერც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს ვერ მივცეთ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის საშუალებას, მნიშვნელობა არ აქვს ეს სპეცსამსახურები მოქმედებენ ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


