უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ივლისი, 2018 16:35
font-size

ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია მომავალი კვირიდან მომხდარის თვითმხილველი არასრულწლოვნების გამოკითხვას იწყებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მომხდარის თვითმხილველი არასრულწლოვნების გამოკითხვა მომავალი კვირიდან დაიწყება.

ოხანაშვილის განმარტებით, მიმდინარე კვირას იმ არასრულწლიანების გამოკითხვა იგეგმება, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს, უშუალო შემსწრე არ არის, მაგრამ გარკვეული ინფორმაციის მატარებელია.

დეპუტატის თქმით, იმისათვის, რომ გამოკითხვა არასრულწლოვნებისთვის დამატებით სტრესად არ იქცეს, მასში ფსიქოლოგებიც ჩაერთვებიან.

„საქმეში ძალიან ბევრი არასრულწლოვანი მონაწილეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრესი და დაძაბულობა, რაც ამ ტრაგედიას მოჰყვა, კომისიაზე მათი მოყვანითა და გამოკითხვით დამატებით სტრესად არ უნდა ვაქციოთ. აუცილებელია, არასრულწლოვანთა გამოკითხვაში სპეციალიზირებული პირები ვიყოთ. არასრულწლოვანთა გამოკითხვის საკითხებში ტრეინინგი გავიარეთ, თუმცა ამის მიუხედავად, არასრულწლოვანი ბავშვების გამოკითხვას ძალიან ფრთხილად ვეკიდებით.

მიზანშეწონილია, ფსიქოლოგი ჩავრთოთ, რომელსაც სპეციალიზებული ცოდნა ექნება არასრულწლოვნებთან მუშაობისა და გამოკითხვის. მისი მეშვეობით ყველა ის მნიშვნელოვანი კითხვა დავსვათ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოზარდები ისედაც ძალიან მძიმე ტრაგიკულ შემთხვევას შეესწრნენ, ეს მათ ცხოვრებაზე ასახულია და ამ საკითხებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რომ მძიმე ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაში არ ჩავაყენოთ“, - ამბობს კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ.

დეპუტატის განმარტებით, კომისიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია აღქმული ჩვენების შეცვლად არ უნდა იყოს.

„დაკითხვისა და ჩვენების საკითხი, სასამართლოზე გასაკეთებელია. კონკრეტული ჩვენების დადასტურება ან არ დადასტურება სასამართლოზე უნდა მოხდეს. ჩვენ პირდაპირი გაგებით სასამართლო არ ვართ, ამიტომ ეს ჩვენების შეცვლად არ ჩაითვლება. ჩვენება სასამართლოში უნდა დაფიქსირდეს და მისი მხრიდან შეფასებული უნდა იყოს წინა ჩვენება, რომელიც პირს მიცემული აქვს. კონკრეტულმა პირმა ჩვენება სასამართლოს უნდა მისცეს და საგამოძიებო ორგანოებმა უნდა იმსჯელონ, რა სახის ჩვენებას იძლევა ის. ჩვენთვის მოცემული ჩვენება გამოკითხვაა და აღქმული არ უნდა იყოს, როგორც სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება“,– განაცხადა ოხანაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი