სამართალი
ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელ კომისიაზე თეა წულუკიანის მოსმენა 2 კითხვის შემდეგ დასრულდა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოსმენა 2 კითხვის შემდეგ დასრულდა.
კომისიის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან აღნიშნეს, რომ კომისიის ფარგლებში თეა წულუკიანის დაბარების აზრს თავიდანვე ვერ ხედავდნენ და კითხვებისთვის ასპარეზი საპარლამენტო უმცირესობას დაუთმეს. მინისტრს კითხვები მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ დაუსვა. კერძოდ, დეპუტატი დაინტერესდა, იცნობს თუ წულუკიანი მირზა სუბელიანს, რაზეც იუსტიციის მინისტრმა უპასუხა , რომ არ იცნობს.
კახიძის მეორე კითხვა წულუკიანის 31 მაისის განცხადებას ეხებოდა, რომელშიც მინისტრი ამბობდა, რომ არ ეთანხმებოდა ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას და მადლობას უხდიდა მას იმისთვის, რაც უთხრა – „გადავდგები და დაიჯერებენ, რომ მართალი ვარ“. კახიძე დაინტერესდა, მაშინ, როცა საქმეზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა რამდენიმე გარემოება, მათ შორის ის, რომ მირზა სუბელიანის გამოჩენისთანავე შეწყდა 14 დღით თვითმხილველების დაკითხვა; არ ამოიღეს „ფეისბუქითა“ და „ინსტაგრამით“ მიმოწერა მირზა სუბელიანის შვილსა და მის დეიდაშვილს შორის; არ ჩატარდა მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიას სახლების ჩხრეკა; არ ამოიღეს სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც ეკუთვნოდა მ.კ-ს და ა.შ, ამ ფონზე ისევ მიაჩნდა თუ არა მინისტრს, რომ ირაკლი შოთაძე მართალი იყო და მადლობა უნდა გადაეხადა თუ არა იმისთვის, რაც მაშინ უთხრა, ანუ ეთანხმებოდა თუ არა 31 მაისს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ამაზე წულუკიანმა უპასუხა, რომ ამ აზრს კვლავ ეთანხმება.
ამის შემდეგ სხდომა დასრულდა.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე თეა წულუკიანის გარდა გამოკითხეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


