პოლიტიკა
ხორავას ქუჩის საქმის ინციდენტში მონაწილეობდნენ კიდევ ერთი სკოლის ბავშვები და ეს სკოლა იყო ყოფილი მეექვსე, ახლანდელი - 21-ე - ზვიად კუპრავა
სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მომხდარ გარჩევაში, რომლის შედეგად ორი მოზარდი მოკლეს, პირველი ექსპერიმენტული და 51-ე საჯარო სკოლების გარდა, 21-ე (ყოფილი მე-6) სკოლის ბავშვებიც მონაწილეობდნენ.
კუპრავამ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრებს განუმარტა, რომ ეს ინფორმაცია არასრულწლოვნებისგან მიიღო, თუმცა 21-ე სკოლის მოსწავლეების სახელები და გვარები თავად დაადგინა.
„ერთ დღეს ზაზა სარალიძემ მთხოვა, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ბავშვები მასთან აპირებდნენ მისვლას და მთხოვა, ამ შეხვედრას დავსწრებოდი. ამ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, მივედი. მოვიდა 2 არასრულწლოვანი. საუბარი იყო ვრცელი და ეს საუბარი მნიშვნელოვან დეტალებს მოიცავდა. შინაარსი ამ საუბრის იცით, მაგრამ აღნიშნულ შეხვედრაზე ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ინციდენტში მონაწილეობდნენ კიდევ ერთი სკოლის ბავშვები და ეს სკოლა იყო ყოფილი მეექვსე, ახლანდელი - 21-ე. მე არ ვამბობ, რომ დანაშაული ჩაიდინა ვინმემ, უბრალოდ მე ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ არ მომხდარა ამ ადამიანების დაკითხვა. თავად ამ ბავშვებს 21-ე სკოლის ბავშვების გვარები არ დაუსახელებიათ და თავად დავადგინე მათი სახელები და გვარები. ეს ინფორმაცია მივაწოდე სკოლის დირექტორს. დირექტორმა დაიბარა ეს ბავშვები და ჰკითხა შეესაბამებოდა თუ არა ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეს. მე როგორც ვიცი, ამ ბავშვებმა დირექტორს მოუყვნენ ამ ფაქტის შესახებ და უთხრეს, რომ ლობიანის საყიდლად მიდიოდნენ, რა დროსაც მათგან ერთ-ერთს, ი.ჯ.-ს დაურეკეს პირველი ექსპერტიმენტული სკოლიდან და სთხოვეს, რომ 51-ე სკოლელებთან ჩხუბი იყო და დახმარებოდნენ. ეს ინფორმაცია თავად სკოლის დირექტორისგან ვიცი. ი.ჯ. და კიდევ ერთი მივიდნენ იქ და იქ რა ქმედება განახორციელეს, ამის შესახებ მე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა კუპრავამ.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


