პოლიტიკა
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ანრი ოხანაშვილი იქნება, ხოლო მდივანი - ოთარ კახიძე
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის მოადგილე ანრი ოხანაშვილი იქნება, ხოლო მდივანი - ოთარ კახიძე.
დღეს პირველ სხდომაზე კომისიის წევრები კომისიის დებულებაზე შეთანხმდნენ, რომელსაც ორშაბათს პარლამენტის ბიუროზე დაამტკიცებენ.
კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, ჯგუფმა მიმართა შსს-ს, პროკურატურასა და სასამართლოს, რომ ამ საქმეზე მასალები მიაწოდონ.
მიღებულ მასალაზე დაყრდნობით კომისია სამუშაო გეგმას შეადგენს, მაგალითად, გაიწერება, ვინ დაიკითხება.
„კომისიის მუშაობა აქტიურად დაიწყება, ეს იმასთან არის ბმაში, თუ რამდენად სწრაფად მოვა მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, პროკურატურიდან და სასამართლოდან. წერილები გაგზავნილია და ველოდებით, რომ უმოკლეს ვადაში მასალები მივიღოთ, მათ შორის დღესაც.
ამის შემდეგ კონკრეტული გეგმა შედგება, თუ ვინ როდის უნდა მოვიდეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა წარიმართება, კვირაში, შეიძლება, რამდენიმე სხდომა გაიმართოს. კანონით გვიწერია, რომ თვეში მინიმუმ ორი შეხვედრა უნდა შედეგს, მაგრამ ასეთი სირთულის საქმეს გაცილებით მეტი შეხვედრა დასჭირდება“, – თქვა კაპანაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ გამოკითხვებს კომისია მომავალ კვირაში დაიწყებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


