სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია საბოლოო დასკვნას 5 სექტემბერს მიიღებს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომები ფორსირებულ რეჟიმში წარიმართება და 5 სექტემბერს კომისია საბოლოო დასკვნას მიიღებს.
კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სხდომები გაიმართება 1, 2, 3 და 4 სექტემბერს, ხოლო 5 სექტემბერს დასკვნასა და რეკომენდაციებს უყრიან კენჭს. ამასთან, დღეიდან სხდომები საჯარო იქნება.
„მუშაობის გრაფიკი იქნება ფორსირებული, რადგან საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია წარმოდგენილი. სხდომები გაგრძელდება 5 სექტემბრამდე, ხოლო 5 სექტემბერს პროექტს ვუყრით კენჭს. ამის შემდეგ მომდევნო პლენარულ სხდომაზე მოხდება დასკვნის წარდგენა“,- თქვა კაპანაძემ.
მისივე თქმით, ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილი პროექტი ეყრდნობა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც გამოვლინდა კომისიის სხდომებისა და მასალების შესწავლის დროს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


