სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს საზოგადოებას 10 ივნისამდე მიაწვდის
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, ამ ეტაპზე შსს-ში მიმდინარე გამოძიება ხორავას ქუჩის საქმეზე იმ პირებს იკვლევს, ვინც შესაძლოა გამოძიების მსვლელობაზე გავლენა მოახდინეს.
მისივე თქმით, 10 ივნისამდე, მანამ მოკლული დავით სარალიძის მამის ულტიმატუმის ვადა ამოიწურება, შსს საზოგადოებას გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.
„ეს გამოძიება მიმართულია იმ პირების გამოსაკვეთად, რომელმაც რაღაც ქმედებით გავლენა მოახდინა პროცესის მონაწილეებზე, იქნებოდა ეს ფინანსური თუ სხვაგვარი გავლენები და რაღაც პროცესში გავლენა მოახდინა პროცესში მონაწილეებზე. კონკრეტულ პირებზე არ ვისაუბრებ, თუმცაღა თუ გამოვლინდა ასეთი პირები, აუცილებლად, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ საზოგადოებას აუცილებლად 10 რიცხვამდე და შეიძლება უფრო ადრეც, მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია,“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


