პოლიტიკა
ხორავას ქუჩის საქმეზე დადგენილების პროექტს მოამზადებს საპარლამენტო უმრავლესობა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვნას პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
კომისიის სახელით, დოკუმენტს სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატებს საშუალება ექნებათ, მას კითხვები დაუსვან.
პროცედურის გათვალისწინებით, ანგარიშის მოსმენის შემდეგ შესაძლებელია როგორც კომისიის წევრებმა, ასევე ფრაქციებმა დადგენილების პროექტი მოამზადონ.
არსებული ინფორმაციით, დადგენილების პროექტის მომზადებას დროებითი საგამოძიებო კომისია არ აპირებს, თუმცა დადგენილების პროექტს მოამზადებს საპარლამენტო უმრავლესობა. აღნიშნული დადგენილება დადგება სწორედ კენჭისყრაზე. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის მიერ დამტკიცებული დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა.
საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის მიერ წარმოდგენილ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ კენჭისყრაზე ასევე დააყენა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომელსაც ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ცხრა წინააღმდეგი წავიდა.
დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით, ცხრა წევრით „ევროპული საქართველო“ იყო წარმოდგენილი. კომისიაში ასევე შედიოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ კომისიის მუშაობაში აღარ იღებდა მონაწილეობას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


