სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული დ.ღ-ის ადვოკატის მტკიცებით, მიხეილ კალანდიას ჩვენება მისი კლიენტის უდანაშაულობას ამტკიცებს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული დ.ღ.-ის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. დ.ღ.-ის ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა მიხეილ კალანდიას მიერ მიცემული ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა. მისივე თქმით, დ.ღ-ის უდანაშაულობა მტკიცდება პროკურორ ფხაკაძის ჩვენებითაც.
„დ.ღ.-ის, თითქოს, ცრუ ჩვენება გამოიხატა იმაში, რომ მ.კ-ს მიმართ არ დაადასტურა რაღაც გარემოებები, ამ შემთხვევაში დარტყმა ხელის თუ ა.შ. დღეს მოწმემ უარყო, მხოლოდ ის იყო ფიზიკურ კონტაქტში იმ განხრით, რომ დავით სარალიძეს ქაჩავდა უკან. სხვა დარტყმა ამ შემთხვევაში ხელის თუ ა.შ., მას ეს არ დაუდასტურებია. აქედან გამომდინარე, თუ რა უნდა ყოფილიყო და ამ ნაწილში როგორ მისცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ცრუ ინფორმაცია ან ცრუ ჩვენება“,- განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს. პროკურორ ბესიკ ქვარცხავას თქმით, მოწმის ჩვენების საფუძველზე ბრალდებულის ბრალეულობა მტკიცდება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


