სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მერაბ მორჩაძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა, მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.
მორჩაძე სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.
საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მოინანია. მისი განმარტებით, მორჩაძეს სახელმწიფო ბრალდება ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულს, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლაზე.
„დასრულდა საქმის არსებითი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ მერაბ მორჩაძის სისხლის სამართლის საქმეზე. მერაბ მორჩაძის მიმართ გამოტანილი იყო გამამტყუნებელი განაჩენი. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში წარდგენილი კვალიფიკაციით და მას დაენიშნა შესაბამისი სასჯელი.
კონკრეტულად, მერაბ მორჩაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ – ის 372 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისათვის. აღნიშნული კვალიფიკაციით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
რაც შეეხება სასჯელს, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მან მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, მას აღნიშნულის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაენიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის, მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს, საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


