უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 დეკემბერი, 2018 17:30
font-size

ხორავას ქუჩაზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ ფაქტობრივად ვერ დაადასტურა მოხელეების მხრიდან დაშვებული გადაცდომები - გიორგი გახარია

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხორაავს ქუჩის მკვლელობის საქმის გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა, რომ არ იცის, იყო თუ არა დაშვებული სამოხელეო გადაცდომები.

მან ასევე გააკრიტიკა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის, კერძოდ, მისი ოპოზიციონერი წევრების მუშაობა. მინისტრის მტკიცებით, კომისიამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა და იმის მაგივრად, რომ დაედგინა ამა თუ იმ მოხელის პასუხისმგებლობა, დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნის განსაზღვრა.

გახარიას თქმით, თავისი მუშაობით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კომისიის დისკრედიტირება მოახდინეს.

მინისტრის განცხადებას მოჰყვა უკმაყოფილო შეძახილები საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი მათ მოუწოდა, გააგრძელებინონ მინისტრს პასუხის გაცემა.

„რაც შეეხება ხორავას თემას, ეს ალბათ უმძიმესი თემაა არა მხოლოდ პირადად ჩემთვის, ან შსს-სთვის, საერთოდ ქვეყნისთვის. აქ საუბარი ცოტა ვრცლად მოგვიწევს და აქ ამაზე ბევრი კითხვა იყო დასმული და არაა მარტივი ამ თემაზე საუაბრი.

არავის არ ეგონოს, რომ ვინმე ამ თემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობს, ოღონდ ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობის ზრღვარი თუ დავადგინეთ და დავიწყებთ ამ პასუხისმგებლობის პერსონალიზება, შესიძლება საკმაოდ სერიოზულ პრეობლემებს წავაწყდეთ.

როდესაც სახელწმიფომ აი აქ, ამ პარლამენტში კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ პირადად მე ვფიქრობდი, რომ ეს კომისია იქნებოდა, არ ვამბობ ახლა პოლიტიკურ კონტექსტს , ამ კომისიას რამდენად შეეძლო, ხარისხობრივად განევითარებინა თუნდაც ჩვენი საპარლამენტო დემოკრატია, კარგი, დავანებოთ ამას თავი. მაგრამ კომისიას ჰქონდა პირდაპირი მანდატი, ემუშავა იმაზე, იყო თუ არა სახელწმიფო მოხელეების მხრიდან გარკვეული გადაცდომები ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც, ობიექტურად რომ ვთქვათ, კომისიამ ვერ დაადგინა.

გარდა ამისა, სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუმართლებლად კომისიამ დაიწყო კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების ძიება, რაც ასევე ვერ დაადგინა. ვერ მომიყვანთ ვერცერთ ფაქტს, რომელიც დაადგინა კომისიამ და იქნება ახლად გამოვლენილი ფაქტი, რომელიც არ იყო ან ერთი გამოძიების ფარგლებში, ან მეორე გამოძიების ფარგლებში.

შეიძლება ჩვენ ბევრი ვიდავოთ, თუმცა კომისიის რეკომენდაციები რომ წაიკითხოთ, კოლეგებო, იქ თქვენ თვითონ მიხვდებით, რა ახალგამოვლენილი ფაქტორები თქვენ აღმოაჩინეთ. არ მინდა ამაზე დავა, ამაზე არ ვსაუბრობ, არ მივდივარ ამ დეტალებში. თუ გექნებათ კონკრეტული შეკითხვები, ამ კონკრეტულ შეკითხვებზე გიპასუხებთ. საკითხი არის ძალიან მარტივად, დიახ, ვადასტურებ, რომ გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, არ იყო ჩატარებული.

თქვენ კომისიის მუშაობის ფარგლებში ვერ შეძელით, რაც იყო თქვენი მიზანი, არა სისხლის სამართლის დევნის განსაზღვრა, დაგედასტურებინათ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არ ჩატარდა, იყო განზრახულად არჩატარებული, მან იქონია ამ შედეგზე რაიმე გავლენა, თუ ვერა. ჩემი სუბიექტური აზრით, როგორც ცალკე აღებულია ადმაიანის,ეს იყო თქვენი მანდატი.

ახლა შემდგომ გავაგრძელებ.

მე, როგორც შს მინისტრი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ვიცი, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არ ჩატარდა, იყო განზრახ არჩატარებული და თუ იქონია ამან შედეგზე გავლენა თუ არ იქონია და აქედან გამომდინარე, მეც მზად ვარ, ერთმნიშვნელოვნად და ვთვლი, რომ უნდა დაიწყოს სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე, პირველი მივიდე და მივცე ჩვენება. ისევე როგორც, თქვენ თქვენი მხრიდან უნდა აიღოთ ის პასუხისმგებლობები, რომელიც ჰქონდა კომისიას და რომელიც კომისიას უნდა შეესრულებინა. ჩემი ღრმა რწმენით, კომისიის ფუნქცია მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ მას აშკარად დაედასტურებინა, მოხელეების მხრიდან სამოხელეო გადაცდომა იყო თუ არა, და კომისიამ ეს ფაქტობრივად ვერ დაადასტურა, სამწუხაროდ.

თქვენ მოახდინეთ საგამოძიებო კომისიის სრული დისკრედიტირება პარლამენტში, აბსოლუტური, ეს ერთი, იმიტომ რომ, ვერ მიაღწიეთ შედეგს და იმის მაგივრად, რომ მიგეღწიათ შედეგისთვის, დაიწყეთ პოლიტიკური სპეკულირება.ეს არის ჩემი პოზიცია, რომელსაც თქვენ ვერ გადამათქმევინებთ, ან მაშინ უნდა ადგეთ, თქვენთან ერთად უნდა წავიკითხო დასკვნა, თუნდაც თქვენი, თუნდაც ის, რომელმაც პარლამენტმა მიიღო, შემდგომ დავადგინოთ, რა იყო ამ დასკვნაში ახალი, ან რა იყო ფაქტობრივად დადასტურებული. და შემდგომ ვისაუბროთ ამაზე ობიექტურად“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი