სამართალი
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა ხელს არავის აფარებს - ირაკლი შოთაძე
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა ხელს არავის აფარებს, – განუცხადა ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.
მისი ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირის მამა აღარ მუშაობს პროკურატურის ორგანოებში.
როგორც შოთაძე ამბობს, დაკითხულთა ჩვენებების მიხედვით, მკვლელობაში ორი პირი იკვეთება.
“პროკურატურა არავის ხელს არ აფარებს. სპეკულაციები იყო ამ საკითხზე. იმ ადამიანის მამა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა, აღარ მუშაობს პროკურატურის ორგანოებში. გასაგებია ადვოკატების განცდებები ეს მათი ტაქტიკაა, რეალობა არის სხვა. ყველა მონაწილე დაკითხულია. ისინი სასამართლოშიც დაიკითხებიან და შეუძლიათ მიაწოდონ ინფორმაცია სასამართლოსაც.
ყველა შემსწრე პირის დაკითხვისას გამოკვეთილია ორი პიროვნება. საპატიმრო ვადა არის მოკლე. ყველაფერი დადგენილია. ჩატარებულია ექსპერტიზები, დაკითხულია მოწმეები, ამოღებულია ორი იარაღი და ჩატარებულია კვალიფიციური ყოვლისმომცველი გამოძიება. საპატიმრო ვადიდან გამომდინარე, კომპლექსურ ექსპერტიზას ვერ დაველოდეთ. ბრალდების მხარე ამასაც წარადგენს. მყარი მტკიცებულებები გვაქვს და ყველა გარემოება და მოწმე მიუთითებს, რომ ფიგურირებდა ორი დანა. თუ სხვა რამე გამოიკვეთა, ჩვენ რეაგირება გვექნება”,- განაცხადა შოთაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


