სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა პირველ ინსტანციაში დასრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის მოსამართლე ეკა არეშიძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.
არეშიძე განაჩენს დღეს 11:00 საათზე გამოაცხადებს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე მხოლოდ ბრალდებულებთან დაკავშირებით განსაზღვრავს გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს თუ გამამართლებელს. ამის შემდეგ კი მოსამართლე კიდევ ერთ სხდომას ჩანიშნავს, რომელზეც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ბრალდებულებს სასჯელის ვადას განუსაზღვრავს.
ცნობისათვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე მოზარდი კი, რამდენიმე ოპერაციის ჩატარების შემდეგ, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


