სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანასაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეს ახალი მტკიცებულება დაერთო
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეს ახალი მტკიცებულება დაერთო. სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ მოსამართლე ეკა არეშიძის მიერ გამოტანილი განაჩენი წარადგინა და მისი მტკიცებულებად დართვა მოითხოვა. პროკურორის შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა, შესაბამისად, განაჩენი საქმეს მტკიცებულებად დაერთო.
აღნიშნულ სასამართლო სხდომას თავად მიხეილ კალანდიაც დაესწრო.
ამავე საქმეზე ბრალდებული არიან მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია და ძმა ლუკა კალანდია, რომელთა საქმის განხილვა სასამართლოში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ვინაიდან მიხეილ კალანდია ბრალის წარდგენისას არასრულწლოვანი იყო, მისი ბრალდების საქმე სასამართლოში ცალკე წარიმართა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


