სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში შვეიცარიის ლოზანის საექსპერტო ბიურო ჩაერთვება - ირაკლი შოთაძე
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზას ჩაატარებს შვეიცარიის ქალაქ ლოზანის სასამართლო სამედიცინო-საექსპერტო ბიურო.
„ ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია შვეიცარიის ქალაქ ლოზანის სასამართლო სამედიცინო- საექსპერტო ბიუროსთან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთქმული საექსპერტო ბიუროა. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვის ნიშანი სწორედ საექსპერტო დასკვნების მიმართ არსებობს საზოგადოებაში და აქვს ბატონ ზაზა სარალიძეს.
შესაბამისად, ჩვენ საეჭვოდ არ ვხდით სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებულ არცერთ ექსპერტიზას, თუმცა სწორედ იმისთვის , რომ საზოგადოებას გაეცეს ყველა კითხვაზე პასუხი, სწორედ იმისთვის, რომ დაზარალებულ ზაზა სარალიძეს გაეცეს მის კითხვაზე პასუხი ჩატარებულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საექსპერტო ბიუროსთან, რომ ყველა ის ექსპერტიზა ჩატარდება, რომელიც ჩატარებულია სამხარაულის ბიუროს მიერ . მათ გადაეგზავნებათ ყველა საექსპერტო ნიმუში, გადაეგზავნებათ სრული მასალა, მიეწოდებათ ყველა მტკიცებულება და რა თქმა უნდა, საზოგადოება ინფორმირებული იქნება მთელი ამ პროცესის შესახებ.
ჩვენ დაზარალებულ ზაზა სარალიძეს ვთავაზობთ, რომ მას მის ადვოკატთან ერთად მიეცემა შესაძლებლობა, ნებისმიერი კითხვა ჩვენი მეშვეობით , ნებისმიერი საკითხი , რომელიც აინტერესებს ექსპერტიზისგან, დაუსვას შვეიცარიის საექსპერტო ბიუროს“, -დასძინა შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, დაუდგენელია, ვინ მოკლა სარალიძე.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.
გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


