სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამუშაოდ ბრიტანელი ექსპერტები მოიწვიეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამუშაოდ ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვლენ.
ერთ-ერთი ბრალდებული მოზარდის ინტერესების დამცველის, ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, მოწვეული ექსპეტები შეეცდებიან იმის გარკვევას, თუ რამდენი დანა მონაწილეობდა საქმეში.
"დაახლოებით ორ დღეში საქართველოში ჩამოდიან ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ამ საქმეზე. ისინი დაცვის მხარის ინიციატივით არიან მოწვეული. სწორედ დაცვის მხარის სურვილია საქმეზე დადგინდეს უტყუარი ჭეშმარიტება და გაირკვეს დაჭრის პროცესში რამდენი დანა მონაწილეობდა.
მიგვაჩნია, რომ თუ ამ კითხვას პასუხი გაეცემა, საქმეზე ჭეშმარიტება მარტივად დადგინდება. სამწუხაროდ, ბრალდების ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეში არსებობს, ამ კითხვას ვერ პასუხობს", - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, გამოძიება არასწორად მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ იცვლება ჩვენებებიც. კაკაბაძის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ მნიშვნელოვანი მოწმის წარმოდგენის შემთხვევაში, ჩვენება ამჯერადაც შეიცვლება.
"ჩვენი მოლოდინია, რომ თუ ბრალდების მხარე დღეს მნიშვნელოვან მოწმეს წარმოადგენს, ის ისევე შეცვლის ჩვენებას, როგორც ეს აქამდე დაკითხულმა არაერთმა მოწმემ გააკეთა, ვინაიდან, გამოძიება აბსოლუტურად არასწორადაა წარმართული, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მოწმეები ჩვენებებს ცვლიან", - განაცხადა ადვოკატმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


