სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულს ბრალი შეუმსუბუქდა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა.
როგორც დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ მერაბ მორჩაძის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი მოწმისადმი თანხის გადაცემას, თუმცა ამის მიზანი არ ყოფილა მოწმის მოსყიდვა.
შედეგად პროკურორის განმარტებით, მერაბ მორჩაძეს ამჟამად გამოძიება მოწმეზე ზემოქმედებას ედავება, თუმცა მოსყიდვის გარეშე.
„სასამართლომ საბოლოოდ ბრალდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, რაც გულისხმობდა სსკ 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებას, შეიცვალა ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით.
ბრალდებულს პირველი მდგომარეობით ბრალი ედებოდა მოწმის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებაში, რაც გულისხმობს მოწმის მოსყიდვას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდება შეიცვალა პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოწმის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებას, რათა ამ მოწმემ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია სასამართლო პროცესზე შეცვალოს.
სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ბრალდებულის ჩვენება და საბოლოო ჯამში, ყველა მტკიცებულებით და მათ შორის ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით მიგვაჩნია, რომ დასტურდება ბრალდებულის მხრიდან კონკრეტულ მოწმეზე ზემოქმედება, რათა ამ მოწმეს ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე შეეცვალა ჩვენება.
რაც შეეხება მოწმის მოსყიდვის ფაქტს, პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ბრალდებულის მხრიდან მოწმისადმი თანხის გადაცემას, თუმცა ამის მიზანი არ ყოფილა მოწმის მოსყიდვა", - განაცხადა საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.
შემდეგი სასამართლო პროცესი 9 ნოემბერს, 13:00 საათზე დაინიშნა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


